მახუნცეთის ჩანჩქერი
110.00 USD

აჭარა,ქედა

  • 27-03-2025 - 31-12-2025
ტურის აღწერა

აჭარის რეგიონში უხვად არის წყალი. ის გამოირჩევა მისი ულამაზესი და უნიკალური მდინარეებითა და ჩანჩქერებით. ერთ-ერთი გამორჩეული და აცულებლად სანახავი ჩანჩქერია მახუნცეთის ჩანჩქერი. იგი მდებარეობს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთში. ჩანჩქერი ზღვის დონიდან 335 მეტრ სიმაღლეზეა, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს.

მახუნცეთის ჩანჩქერი ჩამოედინება ულამაზეს კლდეზე და ის გარშემორტყმულია ტყით და ხეებით. ჩანჩქერი მდებარეობს სოფლის მთავარ გზასთან ახლოს, რაც ამარტივებს მასთან მისვლას, როგორც მანქანით, ასევე სამარშუტო ტაქსით. ასევე შესაძლებლობა გექნება ადგილობივი ნაწარმი: თაფლი, ჩურჩხელა, ღვინო და სხვ. ეს ყველაფერი  სოფლის მკვიდრი ხალხის მიერ არის დამზადებული.

მახუნცეთის ჩანჩქერის სიახლოვეს განლაგებულია სხვადასხვა რესტორნის ტიპის ობიექტები და საპიკნიკე ადგილები. ამ ტერიტორიაზე სტუმრობა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, ტყე ოთხივე სეზონზე ულამაზესად გამოიყურება.

+995 555 40 83 89
info@ultratravel.ge